Belive

თორნიკე შენგელიას 16 ქულა | ვირტუსმა ვენეცია დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში "ვენეციამ" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 70:89 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ამ დროში 16 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 8-დან 5-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, 1-ელ ისროლა სამქულიანი და ზუსტი აღმოჩნდა, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-დან სამივე ტყორცნა გამოიყენა. არცერთი გუნდის შემადგენლობაში შენგელიაზე მეტი ქულა არავის დაუგროვებია.

ვირტუსმა პირველი მეოთხედი 4 ქულის სხვაობით მოიგო, გადამწყვეტი უპირატესობა კი მეორე მეოთხედში მოიპოვა, მეტოქეს 30 ქულა ჩაუგდო, მაშინ როცა საკუთარ კალათში მხოლოდ 11 მიიღო. დიდ შესვენებაზე 23-ქულიანი უპირატესობით გასვლა უკვე თამაშის ბედის გადაწყვეტას ნიშნავდა.

იტალიის ჩემპიონატს 38 ქულით "ბრეშა" ლიდერობს, ვირტუსი კი 36 ქულით მეორეა. ბოლონიელებს მომდევნო შეხვედრა ევროლიგის ეგიდით, საშინაო კედლებში, "ბასკონიასთან" ექნებათ. მატჩი 12 აპრილს ჩატარდება.

სხვა სტატიები