Belive

ვირტუსმა პარტიზანთან წააგო | თორნიკე შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 25-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,პარტიზანს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 71:81 დამარცხდა.

იტალიური გუნდის ძირითად ხუთეულში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 30 წუთში 16 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა დღევანდელ მატჩში 3-დან 2 სამქულიანი, 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ვირტუსი'', რომელიც 7 მოგებითა და 18 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას პარასკევს, 7 თებერვალს, ,,პარიზის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები