თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი | ვირტუსი მონაკოსთან დამარცხდა
ევროლიგის 26-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "მონაკოსთან" 78:81 დამარცხდა.
კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს მან პარკეტზე 26:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა დააგროვა, 2 მოხსნა ჰქონდა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
ყველაზე მეტი 24 ქულა მონაკოელთა კალათბურთელს ჯორდან ლოიდს ჰქონდა. მარკო ბელინელიმ და მაიკ ჯეიმსმა 21-21 ქულა დააგროვეს.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) February 9, 2024
La Virtus sconfitta per la prima volta alla Segafredo Arena dopo una battaglia di 40’
🔢 Belinelli 21, Lundberg 15, Shengelia 12, Mickey 10, Cordinier 7, Dunston 5, Polonara 5, Dobric 2, Pajola 1#AmarsiAncora pic.twitter.com/qJGhKI7lvU
"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის 26 ტურის შემდეგ 16 მოგებით და 10 მარცხით მე-5 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას თორნიკე შენგელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით "სკაფატის" წინააღმდეგ 11 თებერვალს გამართავს.