Belive

თორნიკე შენგელიამ დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნის პატივსაცემ მატჩში ითამაშა.

ამხანაგური შეხვედრა ზაგრებში, ხორვატიის ნაკრებსა და კალათბურთის ვარსკვლავებს შორის გაიმართა.

,,დრაჟენის გუნდმა'', რომელშიც, თორნიკე შენგელიასთან ერთად, უერტასი, ლარკინი, მუსა, ობსტი, დიმიტრიევიჩი, ბლაჟიჩი, მარიანოვიჩი, ტავარეში და ლესორტი თამაშობდნენ, ხორვატია 110:107 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 13 ქულა მოაგროვა, მის გუნდს კი 16 ქულით ჯანან მუსამ ულიდერა.

თამაშს არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის ლუკა დონჩიჩი, ტონი კუკოჩი, ხორხე გარბახოსა, ბოიან ბოგდანოვიჩი, ფელიპე რეისი, ვლადე დივაცი და დეიან ბოდიროგა, ესწრებოდა.

სხვა სტატიები