თორნიკე შენგელიამ ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლიგა ენდესას 28-ე ტურში ბასკონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 92:95 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, კატალონიელები ბასკები ცხრილში მეზობლები გახდნენ (ბარსა მე-5 ადგილი/ბასკონია მე-6 ადგილი/ ორივეს 38 ქულა).
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ - ქართველმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ბარსელონას შემადგენლობაში მასზე მეტი ქულა არავის ჰქონია. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა.
ბარსას ჩემპიონატში 6 თამაში დარჩა ჩასატარებელი, მომდევნო ტურის შეხვედრას ის გრან კანარიასთან, საკუთარ დარბაზში ითამაშებს.
VICTÒRIAAAAAAA! pic.twitter.com/bhxeMfM6dt
— Barça Basket (@FCBbasket) April 26, 2026