Belive

დუბაი ცრვენა ზვეზდასთან დამარცხდა | შენგელიას შედეგიანი მატჩი ჰქონდა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში დუბაი ცრვენა ზვეზდასთან 58:77 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 22:13 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 12 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა ჩააგდო ცრვენა ზვეზდას კალათბურთელმა ჯორდან ნვორამ, თოკოზე 1 ქულით მეტი ჰქონდა დუბაის კალათბურთელს დუეინ ბეიკონს (13), ხოლო 12 ქულა ჩააგდო სემი ოჯელეიემ.

დუბაი ევროლიგის ცხრილში 2 მოგებით და 2 მარცხით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელიას გუნდი 11 ოქტომბერს კლუჟ-ნაპოკას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები