ოფიციალურად: მათე ხატიაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს
2 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ოფიციალურად, 17 წლის ქართველმა კალათბურთელმა მათე ხატიაშვილმა ესპანური ბასკონია დატოვა და კარიერას აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) გააგრძელებს. კერძოდ ნიჭიერი ახალგაზრდა გამთამაშებელი სამხრეთ კალიფორნიის აკადემიის პროგრამაში (Socal Academy) ჩაერთო და წინსვლას იქ გააგრძელებს.
მათე ხატიაშვილი ესპანურ კლუბში 2023 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდთან ერთად კი ლიგა ენდესას 2 მატჩშიც ითამაშა. ამას გარდა ქართველმა კალათბურთელმა ასაკობრივი ნაკრებების გარდა, ეროვნულ ნაკრებშიც 4 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო.
Let’s welcome 2027 Mate Khatiashvili to SoCal Academy @matekhatiashvi7 #ClawEm 🐻 pic.twitter.com/hvjOsmg1qD
— SoCal Academy (@SocalAcad) September 9, 2026