Belive

შერმადინის მორიგი ეფექტური მატჩი - ტენერიფემ ბარსელონა დაამარცხა

23 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) მე-17 ტურში, ბარსელონასა და ტენერიფეს დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების მარცხით, 82:89 დასრულდა.

დაძაბულ მატჩში ტენერიფეს გიორგი შერმადინმა ულიდერა, რომელიც საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 14 ქულისა და 5 მოხსნის დაგროვება შეძლო. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას - ბარსელონას ქართველმა ვარსკვლავმა 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მომდევნო ტურში ბარსელონა მურსიას, ხოლო ტენერიფე ბასკონიას დაუპირისპირდება.