ვირტუსმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა - შენგელიას შედეგიანი მატჩი
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაშო, "ვირტუსი" უშუალო კონკურენტს, "ბრეშას" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 91:79 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ "ვირტუსის" რიგებში მორიგი მაღალი დონის მატჩი ჩაატარა და პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ნათამაშებ 29 წუთში, შენგელიამ 12 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
"ბრეშასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ვირტუსმა" 38 ქულა დააგროვა და "ტრაპანისთან" ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. მომდევნო მატჩს ბოლონიელები 19 აპრილს, "პისტოიას" წინააღმდეგ გამართავენ.