თორნიკე შენგელიას 7 ქულა ვენეციასთან | ვირტუსმა სერია მოგებით დაიწყო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვირტუსმა პირველი მატჩი მოიგო. ბოლონიელებს, როგორც ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულ გუნდს, სერიაში მერვეადგილოსანი ვენეცია შეხვდათ. სერიის პირველ თამაშს ბოლონიამ უმასპინძლა და ვირტუსის გამარჯვებით (90:85) დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ამ დროში 7 ქულის, 7 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 1-ხელ მოახერხა საშუალო დისტანციიდან ჩაგდება. საჯარიმოს ხაზიდან 6-დან მხოლოდ ერთი გააფუჭა, სამქულიანის ორი მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
სერიის მეორე შეხვედრაც ვირტუს ბოლონიას დარბაზში გაიმართება.
La Virtus prende il largo nel secondo tempo e amministra nel finale 👌🏼⚡️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 18, 2025
Appuntamento martedì per Gara2 alle 20.30 ⬅️ pic.twitter.com/NTrN4eeAm8