ვირტუსმა რეჯანას მოუგო - შენგელია მატჩის MVP გახდა
10 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,რეჯანას'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:73 დაამარცხა.
ბოლონიური გუნდის შემადგენლობაში 25 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
28 ტურის შემდეგ, ,,ვირტუსი'' 20 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.
შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 28 აპრილს, ,,ტორტონას'' წინააღმდეგ გამართავს.