Belive

თორნიკე შენგელია ტრავმის გამო კიდევ ერთ, რიგით მე-7 შეხვედრას გამოტოვებს

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ბარსელონას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, ინფორმაცია ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. შენგელიას საზარდულის ტრავმა აწუხებს და ის უკვე მე-7 მატჩში ვერ ითამაშებს.

თორნიკემ 3 მატჩი ლიგა ენდესას ეგიდით გამოტოვა, სადაც ბარსელონა მანრესას, ხოვენტუტ ბადალონას და ბილბაოს უპირისპირდებოდა. შენგელიამ ასევე ვერ იასპარეზა ევროლიგის ბოლო 3 მატჩში, ახლა კი მეოთხე შეხვედრის გამოტოვება დღეს მონაკოს წინააღმდეგ მოუწევს. აქამდე შენგელიას არ ყოფნაში კატალონიური კლუბი პარიზს, ბასკონიას და ფენერბაჰჩეს შეხვდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება თორნიკე შენგელია პარკეტს, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ცნობით ის 6 იანვარს თელ ავივის მაკაბისთან ითამაშებს. ბარსელონას ასევე 2 და 4 იანვარს ლიგა ენდესაში 2 მატჩი აქვს ჩანიშნული (სარაგოსასთან და რეალ მადრიდთან), მაგრამ აღნიშნულ შეხვედრებში ქართველის თამაში საეჭვოა.

სხვა სტატიები