თორნიკე შენგელია თავის ყოფილ გუნდთან ერთ-ერთი გამორჩეული იყო
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ევროლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში დუბაი ვირტუს ბოლონიას ესტუმრა და 75:93 დაამარცხა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ალიუ დიარამ ჩააგდო, 16-16 ქულა მფიონდუ კაბენგელემ და მაკინლი რაიტმა ჩააგდეს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, მან შეხვედრაში 22:39 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 14 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
I @dubaibasket take care of business on the road in Italy tonight! #EveryGameMatters pic.twitter.com/khjzzV3jMk
— EuroLeague (@EuroLeague) November 6, 2026
დუბაი ევროლიგის ცხრილში 7 მოგებით და 3 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი შიდა ჩემპიონატში მეგა ბასკეტის წინააღმდეგ 9 ნოემბერს ითამაშებს.