თორნიკე შენგელია ევროლიგის მოგების მთავარ ფავორიტ გუნდში გადადის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას კალათბურთელი თორნიკე შენგელია ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა, ინფორმაციას Diario SPORT ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი ვარსკვლავი ფაქტიურად გუნდიდან წასულია და მისი მომავალი კიდევ ერთ ტოპ გუნდს უკავშირდება, რომელსაც ევროლიგის ტიტულის მოგების უფრო დიდი ამბიციები აქვს.
ესპანური გამოცემის ცნობით, თორნიკე შენგელიას რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მაგრამ ყველაზე რეალური სარუნას იასიკევიჩიუსის ფენერბაჰჩეა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროლიგის მოგების ყოველთვის ერთ-ერთი ფავოროტია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ბარსელონას გასული წლის დასაწყისში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეც გახლდათ. ის საშუალოდ 10 ქულას, 4 მოხსნას და 2 გადაცემას აგროვებდა.
⚠️ El Barça da por perdido a Toko Shengelia
— Diario SPORT (@sport) July 25, 2026
🚪 El georgiano tiene tres ofertas importantes sobre la mesa y está cerca de abandonar el proyecto para luchar por la Euroliga
✍️ @ikerkind https://t.co/9jk7YPebQw
ფენერბაჰჩეს ევროლიგა სულ 2-ჯერ მოუგია, პირველად ეს 2016/17 წლების სეზონში მოახერხა, ბოლოს კი 2024/25 წლებში. მეორე ადგილი 2015/16 და 2017/18 წლებში დაიკავა. მეოთხე ადგილზე 2014/15, 2018/19, 2023/24 წლებში გავიდა.
ევროლიგის ფინალურ ოთხეულში კი ფაქტიურად თურქული გუნდი სულ გადის: 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2024, 2025, 2026.