Belive

ამ მატჩში ყველაფერი ემოციური იყო - უდიდესი გამარჯვება საბერძნეთთან

1 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში, მეცხრე მატჩი სტუმრად, საბერძნეთთან ჩაატარა და ოვერტაიმში, 88:92 დაამარცხა მეტოქე. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან ბერძნებს მერვედ შევხვდით და ოფიციალურ მატჩში პირველად დავამარცხეთ (ერთხელ ეს აკროპოლისის თასზე, ამხანაგურად შევძელით).

საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო ძირითად დროში მოგებასთან, თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ სამი სროლის უფლება მიიღო, ერთი გააფუჭა, თუმცა 2-ქულიანი უპირატესობა გააბათილა.

კიდევ უფრო დრამატული იყო დამატებითი 5 წუთი, სადაც უმეტესი დროის მანძილზე მდევრები ვიყავით, თუმცა ამჯერად საქართველოს ნაკრებმა შეძლო მატჩის ბედის შეცვლა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაატრიალა.

მარკის რიდმა 30 ქულა ჩააგდო და ეს ყველაზე მეტი იყო ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის, თორნიკე შენგელია გადამწყვეტ მომენტებში ბრწყინავდა და ორმაგი დუბლით (25 ქულა, 11 მოხსნა, 5 გადაცემა) დაეხმარა გუნდს. კაპიტანი წინა დღით დუბაის რიგებში თამაშობდა და ათენში მატჩის დღეს ჩაფრინდა, გუნდისკენ მიმავალ გზაზე მას ბებია გარდაეცვალა და ბერძნებთან 43 წუთზე მეტი ბრძოლაში გაატარა.

გუნდმა ეს მოგება თორნიკე შენგელიას მიუძღვნა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე და ჯგუფში მეექვსე მოგებაა, 15 ქულა ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს აქვს და შესაბამისად ამ თანმიმდევრიბით არიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე. საქართველოს ნაკრებს სამი შეხვედრის ჩატარება დარჩა: პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან, ამჯერად შინ.

სხვა სტატიები