თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი | ვირტუსმა პანათინაიკოსთან წააგო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-9 ტურში პანათინაიკოსს ესტუმრა და დიდი სხვაობით 90:76 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, რომელმაც 32 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ზოგადად მატჩში ყველაზე მეტი ქულა მასპინძელთა რიგებიდან კონსტანტინოს მიტოღლუს ჰქონდა 24 ქულა და 10 მოხსნა, ბელინელი 20 ქულით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. ჩაგდებული ბურთებით თორნიკე შენგელია მატჩში მესამე იყო.
ამ დროისთვის ვირტუსი ევროლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა 6 მოგებითა და 3 წაგებით. შემდეგ მატჩს იტალიის ჩემპიონატში 20 ნოემბერს ბრეშას დაუპირისპირდება. ხოლო ევროლიგის ეგიდით ფენერბაჰჩეს 23 ნოემბერს.
They are getting in form 👀@paobcgr W#EveryGameMatters pic.twitter.com/Vn9atu7PqE
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) November 17, 2023