Belive

თორნიკე შენგელია იტალიის პლეი ოფის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პლეი ოფში "ოლიმპია მილანოსთან" 3:1 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. თოკოს გარდა საუკეთესოთა შორის არის მისი თანაგუნდელი ალესანდრო პაიოლა, ხოლო დანარჩენი სამი მილანური გუნდიდანაა, ესენი არიან: შევონ შილდსი, ნიკოლა მიროტიჩი და ნიკოლო მელი.

იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი ქართველზე წერს:

სეზონის ძალიან მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა თავისი გუნდი ზედიზედ მეოთხე ფინალამდე მიიყვანა. როგორც ყოველთვის მოედნის ორივე ნახევარში კარგი თამაშით გამოირჩეოდა. ტრავმის გამო ის პლეი ოფში "ტორტონასთან" ჩატარებული მე-3 შეხვედრიდან ჩაერთო და ის გადამწყვეტი ფიგურა იყო, რომ "ვირტუსი" პლეი ოფის ფინალში გავიდა. ტიტულს ვერ დაეუფლა, მაგრამ პლეი ოფში მისი საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო: 24.1 წუთი, 13.3 ქულა (ორქულიანი 46.3%, სამქულიანი 34.5%, საჯარიმო 79.2%), 4.5 მოხსნა, 2.5 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 13.6. - Lega Basket Serie A

სხვა სტატიები