ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ბარსელონაში გადავიდა
ბარსელონამ თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფორვარდი "ბლაუგრანას“ მას შემდეგ შეუერთდა, რაც ვირტუს ბოლონიასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ფინალის MVP გახდა.
შენგელია კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 2028 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
33 წლის ქართველი, ესპანურ კალათბურთს 2020 წლის შემდეგ უბრუნდება. მან ბასკონია ACB-ის ტიტულით დატოვა - პანდემიის სეზონში (2019/20), ენდესა ლიგა ბასკონიამ სწორედ ბარსას წინააღმდეგ მოიგო. თორნიკე ამის შემდეგ მოსკოვში, ცსკა-ში თამაშობდა, სადაც პრაქტიკულად ორი სეზონი გაატარა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ქართველმა დატოვა რუსეთი და წლების განმავლობაში ვირტუს ბოლონიას ნამდვილი ლიდერი იყო.
𝐓𝐨𝐫𝐧𝐢𝐤𝐞 𝐒𝐡𝐞𝐧𝐠𝐞𝐥𝐢𝐚, 𝐧𝐨𝐮 𝐣𝐮𝐠𝐚𝐝𝐨𝐫 𝐝𝐞𝐥 𝐁𝐚𝐫𝐜̧𝐚 💙❤ pic.twitter.com/sP5iwLASnr
— Barça Basket (@FCBbasket) July 21, 2025