Belive

შენგელია: ,,ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან ყველას დავუმტკიცეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით''

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფინეთთან წაგებული მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შეაფასა:

,,კმაყოფილი ვარ თუ არა მსაჯობით? ამას იმიტომ თუ მეკითხებით, რომ ვთქვა - მსაჯებმა წაგვაგებინეს, ასე არ არის, მეტოქემ სამართლიანად გაიმარჯვა. მეტიც შეგვეძლო, მაგრამ გუნდის თითეული წევრით ვამაყობ!

უღრმესი მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა, ამხელა გზაზე. ნახეთ, ალბათ, როგორი შეძახილები იყო მთელი მატჩის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც უმრავლესობა ტელევიზორებს იყო მიჯაჭვული და გვქომაგობდა, მათაც ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთი რისი თქმაც მინდა, იმედი მაქვს, რომ თქვენ გულშემატკივრები ჩვენით ამაყობთ.

ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან ყველას დავუმტკიცეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. უფრო შორს გასვლაც შეგვეძლო, ასე არ მოხდა, მაგრამ, იმედია, მომავალში ამასაც მივაღწევთ.'' - თორნიკე შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფინეთთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:93 დამარცდა და ტურნირს გამოეთიშა.

საქართველოსთვის ევრობასკეტ 2025 ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.

სხვა სტატიები