ევრობასკეტის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა.
მეორე სათამაშო დღეს 1/2-ფინალის საგზური ფინეთმა (საქართველოს დამარცხებით) და გერმანიამ (სლოვენიის დამარცხებით) მოიპოვეს.
შედეგად, ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია:
საბერძნეთი - თურქეთი
გერმანია - ფინეთი
მატჩები პარასკევს, 12 სექტემბერს გაიმართება.
ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც 2022 წელს ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.
GERMANY GOING TO THE SEMI-FINALS 🇩🇪 #EuroBasket | #MakeYourMark pic.twitter.com/XNEnLLxMKC
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 10, 2025