თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი | ვირტუსმა ბასკონია დაამარცხა
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-14 ტურში "ბასკონიას" ესტუმრა და იტალიურმა გუნდმა 81:91 გაიმარჯვა.
შედეგიანი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, მან არასრულ 30 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა თორნიკეს თანაგუნდელ მარკო ბელინელის ჰქონდა.
"ბასკონიელთა" მხრიდან საუკეთესო ჩიმა მონეკე იყო 16 ქულით და 8 მოხსნით.
"ვირტუს ბოლონია" 14 ტურის შემდეგ 10 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მე-3 ადგილზეა.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) December 14, 2023
La Segafredo torna alla vittoria in trasferta e si conferma al terzo posto in Eurolega 😎
🔢 Belinelli 27, Shengelia 16, Cordinier 12, Pajola 9, Abass 8, Hackett 6, Dunston 6, Cacok 4, Dobric 2, Lundberg 1#AmarsiAncora pic.twitter.com/YvEWJ50LJa
შემდეგ მატჩს ბოლონიელები 16 დეკემბერს იტალიის სერია ა-ში "ვენეციის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.