Belive

"მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით" - თორნიკე შენგელია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიამ იტალიის საკალათბურთო სერია A-ს პლეი ოფის ფინალის მეორე შეხვედრაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 21 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა და 1 ასისტიც მიითვალა, რაც დაპირისპირების საუკეთესო შედეგი იყო. თოკომ თავის გუნდს "ოლიმპია მილანოსთან" 72:64 მოაგებინა, სერიაში ანგარიში კი გაათანაბრა - 1:1

"ვირტუს ბოლონიას" ქართველმა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩემი თანაგუნდელები აქ ჩემთან ერთად უნდა იყვნენ კამერების წინ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველა ბურთზე ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ეს ბოლო და გადამწყვეტი იყოს, მომდევნო შეხვედრაში, მილანშიც ასე შემართებით უნდა ვითამაშოთ! - თორნიკე შენგელია

სერიის მესამე შეხვედრა 11 ივნისს მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები