Belive

თორნიკე შენგელიას კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა ესპანურ გრანდში გადავიდეს

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელის თორნიკე შენგელიას დამატება ესპანურ გრანდს, "ბარსელონას" სურს, ინფორმაციას Sportando-ს ჟურნალისტი, ალესანდრო ლუიჯი მაგი აქვეყნებს. წყაროს ცნობით თოკო მათი მთავარი სამიზნეა, ქართველს ბოლონიურ გუნდთან კონტრაქტი ეწურება და სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება. "ბარსელონა" ნაკრების კაპიტნისთვის სამწლიან კონტრაქტს ამზადებს.

თორნიკე შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 27:27 წუთს თამაშობდა, რა დროშიც აგროვებდა 15.6 ქულას, 5.0 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას.

შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელი ორ ესპანურ კლუბში ასპარეზობდა, მისთვის კარიერაში პირველი გუნდი 2008-დან 2010 წლამდე "ვალენსია" იყო, ხოლო 2014-2020 წლამდე "ბასკონიაში" თამაშობდა.

სხვა სტატიები