Belive

თორნიკე კვლავ შესანიშნავად თამაშობს | ვირტუსი პანათინაიკოსთან დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" საკუთარ არენაზე მოქმედ ჩემპიონ "პანათინაიოკოსს" დაუპირისპირდა. თორნიკე შენგელიას გუნდი 77:82 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 31:21 წუთი ითამაშა და თავის გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, თორნიკემ 17 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო) ჩააგდო, ასევე 6 მოხსნა, 1 ასისტი და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში 20 ქულით საუკეთესო იყო კენდრიკ ნანი, 18 ქულა ვილ კლაიბერნს ჰქონდა.

ევროლიგის ცხრილში "ვირტუს ბოლონია" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა (2 მოგება, 8 მარცხი).

მომდევნო შეხვედრას "ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ეგიდით "სასარის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 17 ნოემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები