Belive

შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში - კაპიტანს იტალიაში განსაკუთრებულად დახვდებიან

4 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და დუბაის ვარსკვლავს, ბოლონიაში განსაკუთრებულად დახვდებიან - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ვირტუსი თორნიკე შენგელიას კლუბის დიდების დარბაზში (The Virtus 100 Hall of Fame) შეიყვანს და ამით ქართველი კალათბურთელის ღვაწლს დააფასებს.

ვირტუსი 6 ნოემბერს, 23:30 საათზე, ევროლიგის ეგიდით გასამართ მატჩში, დუბაის უმასპინძლებს და სწორედ აღნიშნული მატჩის დრო მოხდება თორნიკე შენგელიას დიდების დარბაზის წევრად გამოცხადება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია იტალიური საკალათბურთო კლუბის ღირსებას 2022-25 წლებში იცავდა. შენგელიასთან ერთად ვირტუსი 2024-25 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში იტალიის თასი მოიგო.