Belive

თურქი გულშემატკივრების კომენტარები საქართველოსთან მარცხის შემდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოსთან მატჩის შემდეგ, გაცხარებულმა თურქებმა სოციალური ქსელი აიკლეს და საკუთარი ნაკრების ოფიციალურ პოსტებზე აგრესიას ვერ მალავდნენ.

გთავაზობთ რამდენიმე თურქი გულშემატკივარის კომენტარს:

"ეს არის ყველაზე ცუდი ნაკრები ჩვენი კალათბურთის ისტორიაში. მათ არ აქვთ მონდომება, არ აქვთ ბრძოლისუნარიანობა და საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ იმისათვის, რომ დიდ მიზანს მივაღწიოთ".

"როგორ არ გრცხვენიათ, წავაგეთ ნაკრებთან, რომელსაც საერთოდ არ აქვს შიდა ჩემპიონატი. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ქვეყნის ფასი, როდესაც ეროვნული ნაკრების ფორმა გაცვიათ".

"საბავშვო კალათბურთს ვუყურე და ისინიც კი არ აკეთებენ ისეთ სისულელეებს, როგორც თქვენ. სირცხვილი და ჯანდაბა".

"წარმოუდგენელია ამდენი ვარსკვლავი ერთად იყოს ნაკრებში და ასე ცუდად თამაშობდნენ. ჩემამდე არ დადის, როგორ შეიძლება ასე კატასტროფულად ითამაშო. ასეთი თამაშით ესპანეთის ნაკრები გადაგვირბენს და ისე ნუ იზამთ, რომ ჯგუფში ჩავრჩეთ".

"ამ თამაშმა დაგვანახა ის ფაქტი, რომ თუ ოსმანს კარგად იყვანს მეტოქე გუნდი, სხვას არაფერის გაკეთება არ შეუძლია - ეს სამწუხარო რეალობაა".

"ეს დავიმსახურეთ რადგან ამ მატჩს სერიოზულად არავინ მიუდგა. ქართველმა მოთამაშეებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს და გამარჯვება დაიმსახურეს".

"ქართველებმა დაიმსახურეს ამ მატჩის გამარჯვება. მათ იციან კალათბურთის თამაში, დღეს ისე დავიჩაგრეთ ყველა კომპონენტში, რომ ქაბაბიც კი წაგვართვეს".

"უყურეთ ჩვენი ნაკრების თამაშებს, თუ გინდათ, რომ სიმსივნე აიკიდოთ".

სხვა სტატიები