ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტის წილისყრა გაიმართა. ღონისძიების შედეგად 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფები ცნობილი გახდა.
გუნდები სხვადასხვა ჯგუფებში რეიტინგის მიხედვით იყვნენ განაწილებულნი. 6 კალათიდან საქართველო მეოთხე კალათაში მოხვდა.
წილისყრის შედეგად ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგეები კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია&ჰერცოგოვინა.
2025 წლის ევრობასკეტს 4 მასპინძელი ეყოლება - ლატვია (რიგა), ფინეთი (ტამპერე), კვიპროსი (ლიმასოლი) და პოლონეთი (კატოვიცე). ევროსბასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.