Belive

თორნიკე შენგელია: ,,საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

,,საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ Serie A-სა და Euroleague-ის თამაშებია Virtus Bologna-სთან ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის,'' - წერს შენგელია.

თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ევრობასკეტი გამოტოვა. ქართველ კალათბურთელს მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით არც ,,ვირტუსის'' შემადგენლობაში უთამაშია.

დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ თორნიკე ისლანდიასთან მატჩში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იქნება.


სხვა სტატიები