შენგელია და ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის უპრინციპულეს შეხვედრაში, "ვირტუსისა" და "ოლიმპიაკოსის" დაპირისპირება შედგა. ბოლონიაში, "Segafredo Arena"-ზე გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა მარცხით 83:85 დასრულდა.
"ვირტუსის" შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 24:21 წუთში 11 ქულის, 5 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. სამწუხაროდ, შენგელიას გარჯა ამაო აღმოჩნდა და "ვირტუსმა" ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
ევროლიგის 19 ტურის შემდეგ, "ვირტუსს" მხოლოდ 8 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს. ამ მაჩვენებლით იტალიური საკალათბურთო კლუბი მე-13 პოზიციას იკავებს.
.@olympiacosbc gets the Round 19 victory!#EveryGameMatters pic.twitter.com/kbyPFPzCnJ
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) January 12, 2023