თორნიკე შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-11 ტურის MVP-ობისთვის იბრძვის
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-11 ტურის MVP-ის კანდიდატებს შორისაა.
გამოკითხვა FIBA-ს ვებგვერდზე ტარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მოხმარებელს შეუძლია.
შენგელიამ ნიდერლანდებთან სტუმრად მოგებულ მატჩში (88:80) 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 28 იყო.
საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის, ასევე, დიმიტრის მორაიტისი (საბერძნეთი), ნიკო მანიონი (იტალია), ნიკოს როგკავოპულოსი (საბერძნეთი) და ვიქტორ ვებმანიამა (საფრანგეთი) იბრძვიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს და მოგების ან 3 ქულაზე მეტის არწაგების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს გაიფორმებს.