Belive

ბანკი: "როდესაც თოკო პარკეტიდან გადიოდა, გუნდი ძალიან სუსტდებოდა..."

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-8 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,მილანს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.

,,ვირტუსის'' შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა, რომლითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ, "ვირტუსის" მთავარმა მწვრთნელმა - ლუკა ბანკიმ, თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა.

"მეც ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ თორნიკე შენგელიას ამდენი წუთის თამაში უწევს. პირველი ის, რომ თოკო გადაჭარბებულ სათამაშო დროს იღებს და მეორე ის, რომ მსგავსი შემთხვევები გუნდის დნმ-ს შლის.

ამის მიუხედავად, სხვა გზა არ გვაქვს, რადგან თოკოს მოედანზე არყოფნის დროს, მოხსნებში და ფარის დაცვაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ამ სიტუაციაში აჩილეს და ჯორდანის ტრავმების გამო აღმოვჩნდით და მსგავსი მდგომარეობის თავიდან არიდება ძალიან რთულია..." - ლუკა ბანკი

,,ვირტუსი'' 6 მოგებითა და 2 მარცხით ევროლიგის მე-3 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 17 ნოემბერს, ,,პანათინაიკოსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები