Belive

თორნიკე შენგელია: "მეშვიდე თამაშში გამარჯვებისთვის კარგი დაცვის თამაშია საჭირო..."

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

23 ივნისს, 22:30 საათზე, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის დიდი ფინალი გაიმართება, სადაც ჩემპიონის ბედს Game 7-ი გადაწყვეტს.

ფინალში ერთმანეთს "ვირტუს ბოლონია" და "ოლიმპია მილანი" დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად პირველი ორი მატჩის შემდეგ, მილანური კლუბი სერიაში 2:0 იგებდა, ამის შემდეგ კი "ვირტუსმა" შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მილანური კლუბი კვლავ დაწინაურდა, ხოლო გადამწვეტი მატჩის მოგება ვერ შეძლო და სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. Game 7-ი კი მილანში დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე გაიმართება.

მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბოლონიას" ერთ-ერთმა ლიდერმა - თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.

"ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება. ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს, რადგან საშინაო მოედნის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მატჩში პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდესი ენერგია უნდა ჩავდოთ, რადგან ეს მეშვიდე თამაშია და მასში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

მეშვიდე მატჩი? ვფიქრობ მოგების გასაღები დაცვა იქნება. მეტოქეს შეტევითი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ. ამისთვის, ფიზიკურად რაც შეიძლება მაგრად უნდა დავუდგეთ. შეტევაში შევეცდებით, რომ მათი სუსტი წერტილები აღმოვაჩინოთ..."

შეგახსენებთ, რომ "ვირტუს ბოლონია" 2021/2022 წლების სეზონში ფინალში დამარცხდა, დღეს კი იტალიის ჩემპიონობის მეჩვიდმეტედ მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები