Belive

თორნიკე შენგელია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი - თორნიკე შენგელია, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

26-ე ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "ტრენტოს" უმასპინძლა და 16 ქულიანი სხვაობით 96:80 დაამარცხა.

მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც პარკეტზე ყველაზე მეტი, 26 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე: 12 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

26 ტურის შემდეგ, "ვირტუს ბოლონია" 20 გამარჯვებითა და 40 ქულით, იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს.

სხვა სტატიები