Belive

The Athletic-ი ლეიკერსის მთავარ სამიზნეს ასახელებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' ,,ტორონტო რეპტორსის'' გამთამაშებლით, კაილ ლოურით ინტერესდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკანახაზელის გადაბირებას, კალიფორნიული გუნდის გარდა, ,,მაიამი ჰიტი'' და ,,ფილადელფია სიქსერსიც'' შეეცდებიან. ლოურის სხვა გუნდში გადასვლის შესახებ ინფორმაცია წინა დედლაინამდეც გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. 35 წლის კალათბურთელი ,,ტორონტო რეპტორსში'' 2012 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში გამთამაშებელი მატჩში საშუალოდ 17.2 ქულას, 7.3 ასისტს, 5.4 მოხსნასა და 1 ჩაჭრას აგროვებდა.

სხვა სტატიები