Belive

ბოსტონმა საშობაო მატჩში ლეიკერსი დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის სადღესასწაულო მატჩში "ბოსტონ სელტიკსის" ძირითადმა ხუთეულმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და "ლეიკერსს" შანსი არ ჰქონია. ხუთივე მოთამაშემ 18-დან 28 ქულამდე მოაგროვა და საბოლოოდ ლოს ანჯელესელები 126:115 დაამარცხეს.

ბოსტონს კრისტაპს პორზინგისმა ულიდერა, მას 28 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა. ჯეისონ ტეიტუმი - 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა, ბრაუნს 19 ქულა და 5 მოხსნა, დერიკ ვაითმა 18 ქულასთან ერთად 11 პასი, ხოლო ჯრუ ჰოლიდეიმ 18 ქულას, 7 მოხსნასა და 7 ასისტს მოუყარა თავი.

ბოსტონის გამარჯვების ძირითადი მიზეზი ბურთის სწრაფი მოძრაობა იყო. ტეიტუმმა და ვაითმა სეზონში ყველაზე მეტი პასი გააკეთეს, ჰოლიდეისთვის კი ეს ზედიზედ მესამე მატჩი იყო, როცა 7-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 2021 წლის 2 აპირილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სელტიკსის 3-მა სხვადასხვა მოთამაშემ 7-ზე მეტი პასი შეასრულა, ბოლოს ეს მარკუს სმარტმა, კემბა ვოკერმა და რობ უილიამსმა შეძლეს.

ლეიკერსის რიგებში გამოსარჩევია ენტონი დევისის თამაში, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 40 ქულა ჩააგდო, 13 მოხსნასთან ერთად მას სოლიდური ორმაგი დუბლი ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი გააკეთა, "მეფე" სამმაგთან ახლოს იყო.

ბოსტონი რჩება რეგულარულის საუკეთესო გუნდად, მათ ჩატარებულ 29 შეხვედრაში 23 გამარჯვება აქვთ. ლეიკერსი კი 16 მოგებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა.

შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები