Belive

ლებრონის შოუ - ლეიკერსმა კლიპერსი დაამარცხა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ლეიკერსისა" და "კლიპერსის" დაპირისპირება გაიმართა. ლოს ანჯელესში გამართული მატჩი უხვქულიანი და სანახაობრივი გამოდგა - გამარჯვებულის გამოსავლენად კი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

ოვერტაიმი "ლეიკერსის" დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ ლებრონისა და კომპანიის გამარჯვებით - 130:125 დასრულდა. "ლეიკერსს" ამჯერადაც ლებრონმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 42:29 წუთში, 35 ქულის, 12 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შედეგიანი მატჩი ჩაატარა ენტონი დევისმაც, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

27 ქულის დაგროვება შეძლო დ'ანჯელო რასელმაც. "კლიპერსის" შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა (38 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი). პოლ ჯორჯის ანგარიშზე 35 ქულა და 6 მოხსნაა, ხოლო ვესტბრუკს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (24 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი).

სხვა სტატიები