ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო - შერმადინმა 15 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრან კანარიას'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:77 მოუგო.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 21 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 17 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა.
,,ტენერიფე” 24 ტურის შემდეგ, 17 მოგებითა და 6 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 29 მარტს, ,,მანრესას” წინააღმდეგ გამართავს.
¡¡Al límite, Shermadini!!
— Basket en Movistar Plus+ (@MovistarBasket) March 26, 2023
🤖 Sherminator se la prepara, Sherminator ejecuta. #LigaEndesa pic.twitter.com/KeCpwknlJW