გიორგი შერმადინმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა | ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "ტენერიფემ" "ბილბაო" 65:75 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა მატჩში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ქართველმა ცენტრმა 24:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო) და 9 მოხსნა დააგროვა.
გიორგის შემდეგ მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 12 ქულით მალკოლმ კაზალონი იყო.
💪 ¡Suma y sigue!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 16, 2025
👌La Laguna Tenerife amplía su racha y escala un nuevo puesto en la clasificación ACB ‼️
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/TKqxLs1tU7
"ტენერიფე" ACB ლიგის ცხრილში 36 ქულით მე-2 პოზიციაზეა (18 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პეტკიმ სპორის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19 მარტს, 21:30 საათზე გაიმართება.