შერმადინის სუპერ მატჩი - ტენერიფემ პინარ კარშიაქას მოუგო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის K ჯგუფის პირველ ტურში, ,,ტენერიფემ'' ,,პინარ კარშიაქა'' სტუმრად ოვერტაიმში, ანგარიშით 106:97 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 89:89 დასრულდა.
მატჩში 34 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 12-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
,,ტენერიფე'' მომავალ შეხვედრას შაბათს, 27 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატში, ,,მურსიას'' წინააღმდეგ გამართავს.