Belive

ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-6 ტურში ,,ტენერიფემ'' ,,გრან კანარიას'' სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:70 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც სტუმრებმა 15 ქულით (31:16) იმარჯვეს.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 24 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი დ 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

,,ტენერიფე” 6 ტურის შემდეგ 5 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 6 ოქტომბერს, ,,ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები