შერმადინის ბრწყინვალე მატჩი - ტენერიფე დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ტენერიფეს" 34 წლის ცენტრმა - გიორგი შერმადინმა, "ვალენსიასთან" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა "ტენერიფე" შინ 8 ქულიანი სხვაობით 86:94 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ქართველი ცენტრი - გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც პარკეტზე არასრული 23 წუთი გაატარა, სადაც მისი მონაგარი: 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
ამ ყველაფერთან ერთად კი, გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
.@gioshermadini se lleva también el reconocimiento de @MutuaTfe_es a nuestro ‘Jugador Más Seguro’.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) September 27, 2023
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife #LigaEndesa #TeToca pic.twitter.com/KHfNtwh1TB
.@gioshermadini, nuestro #MVP en el primer partido en casa.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) September 27, 2023
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife #LigaEndesa #TeToca pic.twitter.com/JyWsCcmQ18
"ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში განვლილი 2 ტურის შემდეგ, 2 მარცხით ბოლო ადგილზეა.
კანარის კუნძულელები შემდეგ მატჩს "მურსიასთან" 30 სექტემბერს გამართავენ.