Belive

ACB ლიგის 2022/2023-წლების სეზონის MVP - გიორგი შერმადინს ჩვენი დახმარება სჭირდება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგის) 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.

არავის გაუკვირდება, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ტენერიფეს" ცენტრი - გიორგი შერმადინია, რომელიც ამ ეტაპისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს.

იმისათვის, რომ ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ტიტული მოიპოვოს, ამისათვის საჭირო ქართველი გულშემატკივარის აქტიურობაა.

ხმის მიცემის ინსტრუქცია |

  1. ხმის მიცემა შესაძლებელია, როგორც "Twitter"-ით, ასევე "Instagram"-ის საშუალებით.
  2. "Twitter"-ზე ხმის მიცემა შესაძლებელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური საიტიდან
  3. https://mvpmovistar.acb.com/?fbclid=IwAR2KShWvFW6kQ8CL0KXviBXqMsu-gQkmYtlDHJ0IraBV644Ht-c8YjfVFIU - დააჭირეთ ლინკს, გადადით საიტზე და აირჩიეთ გიორგი შერმადინი. შემდეგ კი გადაგიყვანთ "Twitter"-ის ექაუნთზე, სადაც დაგიწერთ შემდეგ ტექსტს (ფოტო ინსტრუქცია)
khmis-mitsema

4. ინსტაგრამის საშუალებით კი მომხმარებელმა #MVPMovistar და მოთამაშის სახელი (ამ შემთხვევაში, #MVPMovistar Giorgi Shermadini) და გვარი უნდა დაწეროს.

5. ინსტაგრამის ლინკი, სადაც ხმის მიცემაა შესაძლებელი - https://www.instagram.com/p/CrdHoXUNXak/

ასევე შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს ეს ტიტული 2020-21 წლების სეზონში აქვს მოგებული.

სხვა სტატიები