Belive

ტენერიფემ გაიმარჯვა | შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საშინაო არენაზე "ბილბაოს" დაუპირისპირდა. შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი და 33 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ჩვენთვის სასიხარულოდ, ქართველი ცენტრი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.


ACB-ის ცხრილში "ტენერიფე" 2 მოგებით და 1 მარცხით 3-8 პოზიციას იზიარებს. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფეს" კალათბურთელები მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ, 3 ოქტომბერს, გამართავენ.  

სხვა სტატიები