საქართველო FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, FIBA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია - ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა.
FIBA-ს განახლებულ რეიტინგში, საქართველო 337.4 ქულით, 32-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგის სათავეში კვლავ აშშ იმყოფება (760.7). ასევე უცვლელია მეორე და მესამე პოზიცია, რომელსაც ესპანეთი (758.9) და ავსტრალია (741.1) ინაწილებენ.
ათეულში განხორციელებულ ცვლილებებში აღსანიშნავია სლოვენიის რეგრესი, რომელიც 2 საფეხურით დაქვეითდა. ლუკა დონჩიჩი და კომპანია 703.5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ. არგენტინა 3 პოზიციით დაწინაურდა და 736.1 ქულით, მე-4 ადგილს იკავებს.