Belive

ტენერიფემ ბარსელონასთან წააგო - შერმადინმა 16 ქულა მოაგროვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 25-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:79 დამარცხდა.

,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 24 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა, რითაც ორივე გუნდში მხოლოდ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა.

,,ტენერიფე” 25 ტურის შემდეგ, 18 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,მანრესას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები