Belive

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - უერტასს საოცარი მატჩი ჰქონდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ტენერიფემ ხოვენტუდ ბადალონა 91:86 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა ვინც ორ თამაშს მოიგებს.

გიორგი შერმადინმა 23:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (8-დან 7 ორქულიანი), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

საოცარი შეხვედრა ჰქონდა 42 წლის მარსელინიო უერტასს, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო, ბრაზილიელს შესანიშნავი პროცენტი ჰქონდა, მან 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 სამქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან ერთად მან 1 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა.

1/4-ფინალური სერიის მე-2 მატჩი ბადალონაში 4 ივნისს გაიმართება. თუ ტენერიფე იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა, თუ არადა, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში, 7 ივნისს ჩატარდება.

სხვა სტატიები