ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა | გიორგი შერმადინმა 23 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ტენერიფე ვალენსიასთან 79:96 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა 22:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) და 6 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა კამერონ ტეილორმა ჩააგდო, 15 ქულა ჰქონდა როკას გიედრაიტისს.
ტენერიფეს ACB ლიგაში 10 ქულა აქვს (5 მოგება, 2 მარცხი) და მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 23 ნოემბერს, ბასკეტ სარაგოსას წინააღმდეგ გამართავს.
🏀 Final en Valencia (96-79)
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) November 16, 2025
💛🖤 #VamosCanarias pic.twitter.com/c4aqVrhiTf