ტენერიფეს გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | გიორგი შერმადინმა 14 წუთი ითამაშა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი "ტენერიფემ" "რეჯანასთან" გამარჯვებით დაიწყო, ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქე 91:69 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა 14:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა მარსელინიო უერტასს ჰქონდა, 22 ქულა ჩააგდო დევიდ კრამერმა.
"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის K ჯგუფს 2 ქულით "მანრესა"-სთან ერთად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ესპანეთის ACB ლიგის ეგიდით ჩაატარებს, სადაც "ბრეოგანს" დაუპირისპირდება, მატჩი 2 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.