Belive

ტენერიფემ მანრესა დაამარცხა | შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) პირველი ტურის შეხვედრაში ტენერიფემ მანრესა 104:93 დაამარცხა.

მატჩში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, ქართველმა 25:10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 28 ქულა (15-დან 10 ორქულიანი, 9-დან 8 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინის შემდეგ მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა ჰქონდა მარსელინიო უერტასს, ხოლო 18-18 ხაიმე ფერნანდესს და გრან გოლდენს.

ტენერიფე მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს, სადაც ტრაპანის დაუპირისპირდება, მატჩი 8 ოქტომბერს, 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები