Belive

ტენერიფემ კოლოსს მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მე-2 ტურში, ,,ტენერიფემ'' ბერძნული ,,კოლოსი'' სტუმრად 24-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 71:47 დაამარცხა.

მატჩში 21 წუთამდე ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

,,ტენერიფე'' მომავალ შეხვედრას კვირას, 20 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, ,,გრანადას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები